მუნიციპალიტეტში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია ოთხშაბათი, 27 იანვარი 2016 14:38

27 იანვარს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ქალაქისა და აცანის ადმინისტრაციულ ერთეულებში თოვლის გაწმენდის სამუშაოები დაათვალიერა.
ქალაქის ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. გაწმენდილია ქუჩების დიდი ნაწილი, ასევე ცენტრალური მაგისტრალი. აცანაში მიმდინარეობს შიდა გზების წმენდა მიმდინარეობს. სოფელში მუშაობენ „ენერგოპროჯორჯიას“ ბრიგადები. დღის ბოლომდე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.