19 | 12 | 2018

საკრებულოს სხდომა გაიმართა

27 იანვარს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე.
მისი განცხადებით, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 თავის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტები ვალდებულია განახორციელოს 2016 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების თანადაფინანსება, მიზანშეწონილად მიგვაჩნია თანადაფინანსებისთვის გამოიყოს 50 000 ლარი.
ბატონი ზაზას განმარტებით, მოსალოდნელი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების აღმოსაფხვრელად ხარჯები 20 000 ლარით გაიზარდა. 
ასევე საჭიროა მოწესრიგდეს მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის შრომის ანაზღაურების ფონდი 102500 ლარით.
15 000 ლარი კი ბიუჯეტიდან გამოიყოფა ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროექტების ექსპერტიზის მიზნით.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია