15 | 12 | 2018

დღეს 27 იანვარს საკრებულოს სხდომა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
უამინდობისგან შექმნილი ექსტრემალური მდგომარეობის მიუხედევად, სხდომას 25 დეპუტატი ესწრებოდა.
დღის წესრიგის გაცნობამდე საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ხელაძემ ნინოობის დღესასწაული, რამდენიმე საკრებულოს წევრს დაბადების დღე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, გელა კილაძეს შვილის შეძენა მიულოცა.
საკრებულოს მიერ დამტიკიცდა დადგენილება „ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხიდან ჯილდოს გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, რომელიც ფულადი ჯილდოს სახით წარმატებულ სპორტსმენებისა და მწვრთნელების წახალისებას გულისხმობს. აღნიშნული საკითხის განხილვა აქტიურად მიმდინარეობდა კომისიებსა და ფრაქციებში.
საკრებულოს მიერ დამტკიცდა დადგენილება, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის იმ დასახლებული პუნქტებისათვის საერთო კრების მოწყობის წესის შემუშავებას ეხება, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა არ აღემატება 500, რომლებშიც რეგისტრირებულია 501-2000 და 2000-ზე მეტი ამომრჩეველი. 
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტის ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“, საკითხი წარმოადგინა გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსმა, გიორგი ფაცურიამ. 
მომხსენებლის განცხადებით, საპრივატიზაციო ნუსხაში წარმოდგენილია 41 ობიექტი, რომელთა მთლიანი ღირებულება 750 ათას ლარს შეადგენს. მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილ ნუსხასა და გეგმაში შესულია ოთხი ახალი ობიექტი, ხოლო ყოფილი სასტუმროს შენობა დაიყო ოც ლოტად.წარმოდგენილი ნუსხიდან შენობა-ნაგებობის ღირებულება შეადგენს 150 ათას ლარს, ხოლო მიწის- 619 ათას ლარს. 
საკითხი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის N47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, წარმოადგინა მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ. 
მისი განცხადებით, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 თავის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტები ვალდებული არიან მოახდინონ 2016 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების თანადაფინანსება, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან გამოიყოფა 50 000 ლარი, ასევე მუნიციპალიტეტის გამგეობისა და სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის შრომის ანაზღაურების ფონდის მოწესრიგებისათვის უნდა გამოიყოს 102 500 ლარი. 
მოსალოდნელი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების აღმოსაფხვრელად ბიუჯეტი უნდას გაიზარდოს 20 000 ლარით.15 000 ლარი კი ბიუჯეტიდან გამოიყოფა ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროექტების ექსპერტიზის ჩატარების მიზნით. აღნიშნული ღონისძიებების დაფინანსება უნდა განხორციელდეს 2016 წლის 1 იანვრისათვის არსებული თავისუფალი ნაშთის ხარჯზე. წარმოდგენილ საკითხს საკრებულომ მხარი დაუჭირა.
ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო საკითხზე, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სპორტული ცენტრისათვის“ გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, სპორტსმენების, ნაკრები გუნდების, მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას, კვებით უზრუნველყოფისათვის საჭირო თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“. საკითხი შეეხება სპორტულ ღონისძიებებზე ცენტრის სპორტსმენების მივლინებისას, კვების უზრუნველყოფისათვის, დღიური ხარჯის ოდენობის განსაზღვრას.
საკითხი, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“ წარმოადგინა მომხსენებელმა გიორგი ფაცურიამ. სოფელ აკეთში მდებარე ადმინისტრაციული შენობა გარემონტდა და შენობის ნაწილში მოეწყო საბავშვო ბაღი. მიზანშეწონილია, ა(ა)იპ „სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრთან“ გაფორმდეს ხელშეკრულება და საბავშვო ბაღისათვის გამოყოფილი ფართი გადაეცეს უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, მისთვის წესდებით განსაზღვრული ფუნქციების განსახორციელებლად.
საკითხი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის აუდიტორული შემოწმების ჩატარების შესახებ“, გულისხმობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის აუდიტორული შემოწმების ჩატარების მიზნით, კერძო აუდიტორის მოწვევას, ამისათვის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა უნდა უზრუნველყოს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით შესყიდვის პროცედურების განხორციელება.
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ,,სხვადასხვა“ პრობლემატური საკითხების ირგვლივ იმსჯელეს.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია