11 | 12 | 2018

"ნაციონალური მოძრაობის" ფანის საპასუხოდ

„მე ვიყავი და ვარ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მის მიერ არჩეული კანდიდატის „ფან“ მოხელე“ - ეს სიტყვები ეკუთვნის ადამიანს, რომელიც დღეს მხოლოდ იმითაა დაკავებული, რომ მუდმივად აკრიტიკოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობა და გამგებელი ზაზა ურუშაძე.
ირმა მგელაძე ნაციონალური მოძრაობის დროს გამგეობაში სოციალური დაცვის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს ხელმძღვანელობდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ მგელაძე განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ახალგაზრდებისადმი. მაგალითად: "ქართული ოცნების" ერთ-ერთი აქტივისტი ბაჩო მშვიდობაძე აცხადებდა, რომ მგელაძემ პარკში სახეში ხელი გაარტყა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ "ოცნების" მაისური ეცვა:
"ირმა მგელაძე სკვერში შემხვდა და გამაჩერა - გამარჯობას რატომ არ მეუბნებიო. შევახსენე, რომ ორი დღის წინ ვნახე და გადავკოცნე კიდეც. მე არ მახსოვსო, შენ ცუდ გზაზე დგახარ და გონს მოეგეო. რას გულისხმობ–მეთქი და მოულოდნელად გამარტყა" - .ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრთან საუბრისას აცხადებდა მშვიდობაძე.
მგელაძემ 2012 წლის რვა აგვისტოს სიმბოლური ჯაჭვიდან გააძევა ასევე "ქართული ოცნების" აქტივისტი ეკა კვაჭაძე:
„2008 წლის აგვისტოს ტრაგედია მარტო ერთი პოლიტიკური პარტიის კი არა, სრულიად საქართველოს ტრაგედიაა. ამიტომ არც დავფიქრებულვარ, ისე მივედი და ჩავდექი. სულ არ მიფიქრია, რომ შეიძლებოდა ვინმეს იქ დგომა აეკრძალა. ირმა მგელაძე კი მოვიდა და მითხრა - აქ შენი ადგილი არაა, შენ „ოცნების“ აქციაზე დადექიო და მაიძულა, იქაურობა დამეტოვებინა", - წერდა კვაჭაძე. 
ამას გარდა, სწორედ მგელაძის უფროსობის პერიოდში დაიხარჯა 5 ათასი ლარი "აჯანყებული გურულის" ძეგლის ასაღებად. ცნობისათვის, ძეგლი "ქართული ოცნების" გამარჯვებამდე აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაგავსაყრელზე სრულიად უმეთვალყურეოდ, უპატრონოდ ეგდო, რისი დამადასტურებელი კადრებიც ამ ვიდეოზე შეგიძლიათ იხილოთ: http://guria.tv/2011/11/583.
ირმა მგელაძის სამსახურის უფროსობის პერიოდში მაშინდელი კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ასი ათასი ლარის გარღვევაშია დადანაშაულებული აუდიტის სამსახურის მიერ. შეგახსენებთ, ირმა მგელაძე ჯერ საკრებულოში კურირებდა სოციალურ, კულტურულ და ჯანდაცვის საკითხებს, ხოლო შემდეგ გამგეობაში ამავე სამსახურს ხელმძღვანელობდა.
ამას გარდა, მგელაძე 2012 წლის არჩევნების შემდეგ, მაშინ, როცა მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე გახდა, ერთი წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა კულტურის სამსახურს და მისთვის მუშაობაში ხელი არავის შეუშლია. არც თავად ყოფილა იმ პერიოდში ზაზა ურუშაძისადმი უარყოფითად განწყობილი. უფრო მეტიც, სამსახურში დასარჩენად რამდენჯერმე პირადადაც კი შეხვდა ბატონ ზაზას და გავლენიანი პირებიც კი ჩართო საქმეში. გასაუბრებაზე დაწუნების შემდეგ გახდა მგელაძე ლანჩხუთის გამგებლისადმი აგრესიული. საინტერესოა, დასაქმების შემთხვევაში ის საუბრის ასეთივე ტონს შეინარჩუნებდა???
დასასრულ, დავძენთ, ირმა მგელაძე არაა ის პერსონა, ამდენი დრო და ადგილი რომ დაუთმო, მაგრამ იძულებულები ვხდებით მისი წარსული შევახსენოთ არა მარტო ლანჩხუთს, არამედ ზოგადად, იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ გვერდს რეგულარულად ეცნობა. წარსულის შეხსენება არავის ავნებს.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია