10 | 12 | 2018

დასავლეთის მიმართულების საექსპერტო მილსადენის (WREP) სექციური ცვლილებების პროექტის საქონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასავლეთის მიმართულების საექსპერტო მილსადენის (WREP) სექციური ცვლილებების პროექტის საქონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილესთან, ნუგზარ ცინცაძესათან ერთად ACT კვლევის რეგიონულმა კოორდინატორმა ქალბატონმა ანა კენჭაძემ საკონსულტაციო შეხვედრები დაგეგმეს, რომელიც მიმდინარე წლის 5 თებერვალს სუფსიის ადმინისტრაციულ ერთეულში შედგება. საკონსულტაციო შეხვედრაში სოფლის მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას და გათვალიწინებული იქნება ჯგუფების ინტერესები.
BP წარმოადგენს დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (WREP) ოპერატორ კომპანიას საქართველოში, რომელიც მოქმედებს საქართველოს მილსადენის კომპანიის (GPC) სახელით და გეგმავს მილსადენის გარკვეული სექციების გამოცვლის და /ან მილსადენის სექციების მარშრუტის შეცვლას. პროექტის მიზანია აზერბაიჯანიდან საქართველოში, შავ ზღვაზე არსებულ სუფსის ტერმინალამდე ნავთობის უსაფრთხო და ეფექტური ტრანსპორტირების უწყვეტობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია