14 | 12 | 2018

მაჩხვარეთში გზის გაწმენდა დასრულდა

დიდთოვლობის გამო მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ორაგვეში ურუშაძეების ოჯახს მიცვალებულის დაკრძალვასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტმა არაერთხელ გაგზავნა ტრაქტორი, გზის გაწმენდა დიდი თოვლის გამო ტექნიკამ ვერ შეძლო.
დღეს დილიდან მაჩხვარეთის ადმინისტრაციულ ერთეულში „კამაცუს“ ტიპის ტრაქტორი შევიდა და გზის გაწმენდა დაიწყო. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ადგილზე დაათვალიერა მიმდინარე სამუშაოები.
ორაგვეში ასულთ გზაზე ადგილობრივი მოსახლეობა შემოგვხვდა, რომლებიც ერთობლივად აღნიშნავდნენ, რომ „-მთავრობასთან მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ პატივი მიგვეგო გარდაცვლილისათვის. მადლობა ბატონო ზაზა“.
„-ასეთ დროს რომ დაგვეხმარებით, ესაა მნიშვნელოვანი. ძალიან დიდი მადლობა ხელისუფლებას“_ განაცხადა ადგილობრივმა იოსებ ჩხარტიშვილმა. 
ბატონი ზაზა განსაკუთრებულ მადლობას უხდის გურიის მხარის გუბერნატორს ბატონ გია სალუქვაძეს თანადგომისა და დახმარებისათვის. 
სოფელში ადგილობრივებთან ერთად ასევე მუშაობდა „ენერგო პრო ჯორჯიას“ მარნეულის ბრიგადა. დღის ბოლომდე ორაგვის მცხოვრებთ ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია