გმირის ოჯახს დაეხმარნენ

გამოქვეყნებულია პარასკევი, 29 იანვარი 2016 14:42

წყალწმინდაში ნიკა იმნაძის ოჯახს ა(ა)იპ "ლანჩხუთი ტექსერვისის" თანამშრომლები დაეხმარნენ.
დიდთოვლობისას აფხაზეთის ომის გმირის ოჯახს პრობლემა შეექმნა, საცხოვრებელი სახლის სახურავი ჩაინგრა, რის გამოც ოჯახი დახმარებას საჭიროებდა.
გამგებლის ინიციატივით, სოფელში ზემონახსენები ა(ა)იპ-ს რვა კაციანი ბრიგადა გაემგზავრა და სახურავი შეაკეთა.
"დიდი მადლობა მათ ამ დახმარებისთვის, რომ არა ეს ბიჭები, არ ვიცი რა გვეშველებოდა" - განაცხადა გმირის ოჯახმა.
ბრიგადამ სახლისკენ მიმავალი გზაც გაწმინდა და ეს პრობლემაც მოაგვარა.
ნიკა იმნაძე სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენითაა დაჯილდოებული.