19 | 12 | 2018

ლეგალიზაციის კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

2 თებერვალს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომა გაიმართა.
თავმჯდომარე, გიორგი ჩახვაძემ კომისიის წევრებთან ერთად იმ მოქალაქეების განცხადებები განიხილა, რომლებმაც კომისიას საკუთრების დამტკიცების თხოვნით მიმართეს.
წარმოდგენილი საბუთებიდან და დოკუმენტაციიდან გამომდინარე ცხრა შემოსული განცხადებიდან კომისიამ ხუთი განაცხადი მოქალაქეების სასარგებლოდ გადაწყვიტა, ერთი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხარვეზი დაუდგინდა ორ განაცხადს, ხოლო ერთზე ადმინისტრაციული წარმოება გაგრძელდება.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია