19 | 12 | 2018

დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის სექციური ცვლილებების საკონსულტაციო შეხვედრა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში დასავლეთის მიმართულების საექსპერტო მილსადენის სექციური ცვლილებების პროექტის საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა.
საკონსულტაციო შეხვედრაში სუფსის, გრიგოლეთის, ღრმაღელისა და წყალწმინდის მოსახლეობამ მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას ესწრებოდნენ: სუფსის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატი ჯუმბერ ბლაგიძე, გამგებლის წარმომადგენელი სუფსაში ლევან შარიქაძე, ასევე გამგებლის წარმომადგენელი ღრმაღელის ადმინისტრაციული ერთეულში გურამ ჩუბინიძე. 
ACT-ანალიტიკისა და კონსულტაციის ჯგუფის წევრმა სალომე ადამიამ მოსახლეობასთან შეხვედრაზე განმარტა, რომ BP წარმოადგენს დასავლეთის მიმართულების საექსპორტო მილსადენის (WREP) ოპერატორ კომპანიას საქართველოში, რომელიც მოქმედებს საქართველოს მილსადენის კომპანიის (GPC) სახელით და გეგმავს მილსადენის გარკვეული სექციების გამოცვლის და /ან მილსადენის სექციების მარშრუტის შეცვლას. პროექტის მიზანია აზერბაიჯანიდან საქართველოში, შავ ზღვაზე არსებულ სუფსის ტერმინალამდე ნავთობის უსაფრთხო და ეფექტური ტრანსპორტირების უწყვეტობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. ახალი სექციების მთლიანი სიგრძე დაახლოებით 13,6 კმ-ია. ისინი არსებული მილსადენის სიახლოვეს განთავსდებიან, თუმცა გვერდს აუვლის ისეთ შეზღუდვებს, როგორიცაა მეწყერები. ძირითადი სამუშაოების დაწყება იგეგმება 2016 წლის ბოლოს. ასევე, სალომე ადამიას განმარტებით, სამუშაოებზე დასაქმდება ადგილობრივი მუშახელი.
საკონსულტაციო შეხვედრაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ და მოსახლეობამ მწვავედ დააყენეს საკითხი არსებული საფრთხეებისა და პრობლემების შესახებ და აღნიშნეს, რომ შეხვედრები შეხვედრებისთვის არ უნდა იმართებოდეს.



საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია