მიხეილ სარჯველაძემ ახალგაზრდებისთვის ლექცია წაიკითხა

გამოქვეყნებულია პარასკევი, 05 თებერვალი 2016 16:09
დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში კიოლნის უნივერსიტეტის დოქტორანტმა, წარმატებულმა ლანჩხუთელმა მიხეილ სარჯველაძემ (რომელიც ასევე გახლდათ ახალგაზრდა ელჩი გერმანიაში) ლექცია წაიკითხა.

ლექციის ფარგლებში მან ისაუბრა ევროკავშირზე, ევროპის ქვეყნების უპირატესობებსა და პრიორიტეტებზე, ევროპულ განათლებაზე, ასევე საქართველოსთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
აღნიშნულ შეხვედრას გამგეობის სოციალური სამსახურის სპორტისა და კულტურის განყოფილება, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული საკრებულოს წევრები და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.