11 | 12 | 2018

საკრებულოს წევრები მუზეუმებში არსებულ ვითარებას გაეცვნენ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ხელაძე, ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ბესო ტაბიძე, სოციალური კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძე და ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე კახა ურუშაძე მუზეუმებში არსებულ პრობლემებს გაეცვნენ.
დიდ თოვლობამ მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ზიანი მიაყენა. სახურავიდან ჩამოსულმა წყალმა მუზეუმში დაცულ უნიკალურ ექსპონატებს საფრთხე შეუქმნა. დაზიანებუილია შენობის ჭერი და ფანჯრები, სარემონტოა ასევე შენობის ფასადი. 
საკრებულოს წევრები სპორტის, ვალოდია წულაძის სახელობისა და თემურ ფირცხალაიშვილის სახელობის შემოქმედთა მუზეუმებშიც იმყოფებიდნენ. დიდთოვლობას აღნიშნული ობიექტებისთვის ზიანი არ მოუყენებია, თუმცა არის რიგი პრობლემები. ღობისა და ჭიშკრის მოწესრიგება ესაჭიროება ვალოდია წულაძის სახელობის მუზეუმს, სპორტის მუზეუმს კი ალტერნატიული ფართი, ვინაიდან ნესტი ექსპონატებს აზიანებს. 
საკრებულოს წევრების განცხადებით, აღნიშნულ საკითხებს უახლოეს დღეებში გამგებელთან ერთად კომისიებში განიხილავენ და პრობლემების აღმოსაფხვრელად სთანადო ზომებს მიიღებენ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია