10 | 12 | 2018

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ბაღებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დღეისთვის 21 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს. სააღმზრდელო ცენტრის ბიუჯეტი 2012 წელს გახლდათ 618 000 ლარი. მიმდინარე, 2016 წელს ცენტრის ბიუჯეტი 1 750 000 ლარს შეადგენს. 2012 წელს 612 აღსაზრდელი იყო რეგისტრირებული, დღეს ეს ციფრი 1200-მდე გაიზარდა. გასულ წელს ოცდაერთივე საბავშვო ბაღში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, ქვიანის, ღრმაღელისა და ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში აშენდა ახალი საბავშვო ბაღები. ასევე მთლიანად გარემონტდა და განახლდა ორი ბაღი მაჩხვარეთისა და აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
ეს პროცესი გრძელდება და საბავშვო ბაღები 2016 წელს აშენდება სუფსის, ლესის, ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულებში. შუხუთის საბავშვო ბაღს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია