საკრებულოს სხდომა 12 იანვარს გაიმართება

გამოქვეყნებულია პარასკევი, 06 იანვარი 2012 18:52

საკრებულოს ბიუროს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძემ ბიუროს წევრებს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო.

მისი თქმით,  არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დებულებაში კონკრეტული რეკომენდაციების შესაბამისად  შედის ცვლილება. ცვლილება შედის ასევე 2012 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმაში, სოციალურ პროგრამებში და გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულებაში. ადმინისტრაციული წარმოება იწყება გვიმბალაურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯუნეწერის ქუჩების სახელდებასა და ნუმერაციაზე.

ბიუროს წევრებმა მხარი დაუჭირეს საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებას საკრებულოს სხდომის 12 იანვარს გამართვის შესახებ. აქვე განისაზღვრა განკარგულებებისა და დადგენილებების პროექტების კომისიებში, ფრაქციებში დაგზავნის, ძირითადი კომისიების განსაზღვრის, განხილვის თარიღები.