17 | 12 | 2018

გამგებელმა მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ევგრაფ შევარდნაძის სახელობის სტადიონზე მინდვრის საფარის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რასაც კონტროლს საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთი-გურიას“ ადმინისტრაცია უწევს.
წელს მოსულმა უხვმა ნალექმა საფეხბურთო მინდორი მნიშვნელოვნად დააზიანა. ამჯერად მინდვრის საფარის გარკვეული ნაწილის გამოცვლა მიმდინარეობს. სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება, რათა მოედანი ახალი სეზონისთვის მზადყოფნაში იყოს.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია