10 | 12 | 2018

მოსახლეობა კმაყოფილებას გამოთქვამს ჩატარებული სამუშაოების გამო

 

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თითქმის ყველა სოფელში, ფაქტობრივად, მოშლილი იყო წყლის სისტემა. ამასთან დაკავშირებით ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობდა. 2015 წელს 8 ადმინისტრაციულ ერთეულში (ჩიბათი, შუხუთი, ნინოშვილი, ნიგოითი, ნიგვზიანი, მაჩხვარეთი, აცანა, აკეთი, შუხუთი, ნიგვზიანი, მაჩხვარეთი, ღმაღელე, სუფსა, მამათი, გვიმბალაური,ლესა) დაიწყო წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია. ახლახან ნიგვზიანისა და ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულებში შპს „უნივერსალ ჯორჯიამ“ დაასრულა წყალმომარაგების ახალი სისტემის მოწყობის სამუშაოები. დღეს უკვე 200 ოჯახი გაუმჯობესებული სასმელი წყლით ისარგებლებს. ჩიბათისა და ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოსახლეობას თითქმის 40 წელია წყალი არ მიეწოდებოდა. მოსახლეობა კმაყოფილებას გამოთქვამს ჩატარებული სამუშაოების გამო.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია