11 | 12 | 2018

ორ მარტს აკეთში საბავშვო ბაღი გაიხსნება


დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ სააღმზრდელო ცენტრის ხელმძღვანელთან დავით წულაძესთან ერთად აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სააღმზრდელო ჯგუფის შენობა დაათვალიერა. ჯგუფი 60 აღსაზრდელზეა გათვლილი. დასრულებულია ავეჯის შეტანა და მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები. გამგებელმა დაავალა წარმომადგენელს აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მანუჩარ ღლონტს დროულად მოაწესრიგოს ეზო, ამბულატორიის შენობა და მიმდებარე ტერიტორია, რათა 2 მარტს მოხდეს ბაღის გახსნა და სასწავლო პროცესის განახლება.
ბატონი ზაზა ამის შემდეგ მამათის სააღმზრდელო ჯგუფს ეწვია. დაათვლიერა თითოეული ოთახი და ჯგუფის ხელმძღვანელს სხვადასხვა სახის შენიშვნები მისცა. აცანის სააღმზრდელო ცენტრში ბატონმა ზაზამ ორივე სართული დაათვალიერა. შენობის სახურავი საჭიროებს სარემონტო სამუშაოებს. გამგებელმა დაავალა დავით წულაძეს პრობლემის დროულად მოგვარება. ასევე ქვიანისა და ჩოლობარგის საბავშვო ბაღებში ადგილზე მოხდა დათვალიერება და შემოწმდა თითოეული ოთახი, განსაკუთრებით სველი წერტილები. თითოეული ბაღის ხელმძღვანელს მიეცა მითითება უკეთ მოაწესრიგონ გარემო პატარა აღსაზრდელებისთვის, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ სისუფთავესა და კვებას. საბავშვო ბაღების შემოვლა მომავალშიც გაგრძელდება. 
ამავე დროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში იუსტიციის სახლს ეწვია. წარმომადგენელს ვასილ აბუსერიძეს დაავალა მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოს და იუსტიციის სახლის გამართულ მუშაობას შეუწყოს ხელი.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია