17 | 12 | 2018

საჯარო მოხელთა რაიონულმა პროფკავშირებმა ტრადიციული ღონისძიება გამართა

13 თებერვალს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელთა რაიონულმა პროფკავშირებმა, ტრადიციული ღონისძიება გამართა, სადაც პროფკავშირების წევრების გარდა, ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა,- გამგებელი ზაზა ურუშაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე, დეპუტატი თემურ ჩხაიძე, საპატიო სტუმრები დედაქალაქიდან- საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფკავშირების თავმჯდომარე ბატონი ნუგზარ ჭინჭარაული და საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარე ლავრენტი ალანია მეუღლებთან ერთად, ელგუჯა კალანდარიშვილი, ქეთევან სიხარულიძე, გუბერნატორის მოადგილე, გია ებრალიძე. სტუმრები გუბერნიიდან ანი ჩუბინიძე,ნინო შეყილაძე.
დაჯილდოების გამართვამდე, წამყვანმა დაასახელა თამადა, საკრებულოს დეპუტატი ბესიკ ტაბიძე. 
საქართველოს საჯარო მოხელეთა პროფკავშირების თავმჯდომარე, ნუგზარ ჭინჭარაულმა პროფკავშირების საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო სიგელით დააჯილდოვა აღნიშნული ღონისძიების მთავარი ინიციატორი და სულისჩამდგმელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ქალბატონი მაგული კუნჭულია. 
ნუგზარ ჭინჭარაულმა ჩამოიტანა ბარათები, რომლებიც დაურიგდება საჯარო მოხელეთა პროფკავშირი თითოეულ წევრს, რომლებიც ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში აფთიაქებში,სალონებში, თვით საყოვველთაო დაზღვევაშიც კი. 
ღონისძიებაზე დაწესებული იქნა პრიზები სხვადასხვა ნომინაციებზე: 
ყველაზე მრავალშვილიანი პროფკავშირელი წევრები- კახა ურუშაძე, გიორგი ჩხაიძე.
ყველაზე აქტიური პროვკავშირელი წევრები- მარგალიტა ცინცაძე და ნანი მარგალიტაძე.
ყველაზე უხუცესი პროფკავშირელი წევრები- იათამზე ვადაჭკორია და ნუგზარ ბოლქვაძე. 
აღნიშნული ნომინაციები დააფინანსა და გამარჯვებულს პრიზები გამოუგზავნა ფონდმა ,,წილოსანი“.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია