19 | 12 | 2018

სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

15 თებერვალს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ 2015 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში მოისმინეს.
ანგარიში სამსახურის უფროსმა, თამარ ფირცხალაიშვილმა წარმოადგინა. აღნიშნული სამსახურის მიერ 2015 წელს წარმატებით განხორციელდა შემდეგი სოციალური პროგრამები: მზრუნველობამოკლებულთა უფასო კვებით უზრუნველყოფის, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის, სხვადასხვა ომებსა და კონფლიქტებში მონაწილე ვეტერანტა დახმარების, მაღალმთიანი სოფლებიდან მოსწავლეთა ტრანსპორტირების, ცენტრ ,,იავნანას“ თანადაფინანსების, ბიოკარბონატული ჰემოდიალეზით-თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირების, იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარების, ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანადაფინასების, ეროვნულ სკრინინგ-ცენტრიდან და სამედიცინო დაწესებულებებში მოწვეული სპეციალისტების ბინით უზრუნველყოფის, ლანჩხუთის რეგიონალური ორგანიზაციის ,,გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ სარეაბილიტაციო პროგრამა ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციევი ქალებისთვის, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი დახმარების პროგრამები. 
გარდა ამისა სამსახურის მიერ განხორცილდა სოციალურ-კულტურულ ღონისძიებათა პროგრამები, რომლის ბიუჯეტი განისაზღვრა 60 ათასი ლარით : საჩუქრებისა და პრიზების შეძენის, სკოლებს შორის რაიონული ოლიმპიადის ჩატარების, სხვადასხვა ღონისძიებებზე სპორტსმენებისა და ახალგაზრდების ტრანსპორტირების, შეზღუდული შესძლებლობების მქონე ახალგაზრდების ინტეგრაციის, ახალგაზრდული პროექტების თანადაფინაფების, შემოქმედთა წახალისების, ტრანსპორტირებით დახმარების, კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების თანადაფინასების, სოც-კულტურული ღონისძიებების ორგანიზების პროგრამები.
როგორც კომისიის სხდომაზე აღინიშნა, გამგეობის სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ გათვალისწინებული იქნა იმ შენიშვნებისა და წინადადებების უმრავლესობა, რომლებიც სოციალურ საკითხთა კომისიის წევრების მიერ წლის განმავლობაში დაისვა. 
კომისიის წინადადებების საფუძველზე, მოწესრიგდა უფასოს სასადილოს შენობის სახურავი, გარემონტდა სამზარეულო, აღნიშნულ დაწესებულებაში გადაიხედა მენიუ. სამსახური, პროგრამის ფარგლებში წახალისდებიან წარმატებული სპორტსმენები, კულტურის გაერთიანებათა ცენტრში შეიქმნა თეატრალური დასი, დაწყებულია ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზემში სარემონტო სამუშაოები და ა. შ.
კომისიამ დადებითად შეაფასა სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიში.



საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია