17 | 12 | 2018

ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის სხდომა გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხა კომისის სხდომა გაიმართა.
კომისიამ განიხილა საკითხი, ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენას შესახებ“.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 3, 19 ლარს, მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში შეადგენს 2,28 ლარს, სოფელ მალთაყვიდან მდინარე სეფისწყლამდე შავი ზღვის ნაპირიდან 500 მეტრის რადიუსში არსებულ დასახლებებში და დასახლებათა შორის არეალში 9, 12 ლარით განისაზღვრა. 
გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის მიერ 2015 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ამავე სამსახურის უფროსმა, გიორგი ფაცურიამ წარმოადგინა: 
,,გასული წლის განმავლობაში სამსახურის მიერ მომზადებული იქნა მოხსენებითი ბარათები, სხვადსხვა უწყებებიდან და ორგანიზაციებიდან შემოსულ წერილებსა და კორესპოდენციებს გაეცა შესაბამისი პასუხები. 
ქოენების მართვის განყოფილების მიერ მომზადდა დოკუმენტაცია სახელმწიფო ქონების მუნიციპალურ საკუთრევბაში გადმოსაცემად, რის საფუძველზეც მუნიციპალიტეტს გადმოეცა საკუთრებაში სხვადასხვა დანიშნულების მიწის ფართი და ობიექტები.
სამსახურის მიერ მოწვეული იყო აუდიტორი მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების შესაფასებლად, მომზადდა სხვადასხვა სახის ხელშეკრულებები, მომზადდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისა და აუქციონისათვის მასალები. 
აუქციონების შედეგად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შემოტანილია 80 ათას ლარზე მეტი. ა(ა)იპ ,,ლანჩხუთი სერვისთან“ ერთად მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ 224 იურიდიულ პირსა და ორგანიზაციასთან გაფორმებული იქნა დასუფთავების მოსაკრებლის ხელშეკრულება. 
სამსახურის მიერ მომზადდა კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისთვის წინადადებები, ხდება მუნიციპალური ქონების სარგებლობისთვის ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულებისა და სარგებლობის საფასურის გადახდის კონტროლი, აღნიშნული მიმართულებით მოხდა 8000 ლარზე მეტის მობილიზება".

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია