ალილო ლანჩხუთში

გამოქვეყნებულია ორშაბათი, 09 იანვარი 2012 12:41

 

უკვე მერამდენე წელია პატრიარქის კურთხევით, ლანჩხუთელები, საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად, ალილოზე დადიან.

შობა დილის 10 საათზე სოფელ შუხუთის წმინდა გიორგის სახელობის და აგარაკის ივერიის ხატის სახელობის ეკლესიებიდან მოძღვრები და სტიქაროსნები მეალილოებთან ქალაქის ცენტრისაკენ დაიძრნენ. მსვლელობას გზადაგზა მოსახლეობაც შეუერთდა.

 

შემოწირულობებით ივსებოდა ურემი, რომ სითბო, სიყვარული და მადლი შეეტანა იმ ადამიანების ოჯახებში, ვისაც ყველაზე მეტად უჭირთ, რაშიც თავის წვლილი შეიტანეს მოსახლეობამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

შეგროვილი სანოვაგე იმ დღესვე დაურიგდა შეჭირვებულ მოსახლეობას.

მადლობის სათქმელი სიტყვები და ლოცვა ისმოდა იმ დღეს ლანჩხუთში. შობის დღესასწაულზე დათესილი მადლი კი მთელ წელიწადს ეყოფა ყველას.