10 | 12 | 2018

ფრაქციისა და კომისიის სხდომები გაიმართა

საკითხის ირგვლივ , „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის N47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აქტიურად იმსჯელეს 12 თებერვალს გამართულ ფრაქცია ,,ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისთვის“ და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომებზე.
აღნიშნულ საკითხზე საფინანსო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ ისაუბრა. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის N175 განკარგულებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 3419997 ლარი რომელიც უნდა აისახოს როგორც შემოსავლის, ისე ხარჯვით ნაწილში. ამასთან, „2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 თავის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტები ვალდებულია განახორციელოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების თანადაფინასება, ამ მიზნით მიზანშეწონილია დამატებით გამოიყოს 80000 ლარი პროექტების თანადაფინასების უზრუნველყოფის მიზნით, გაიზარდოს საშემოსავლო გადასახადის გეგმა 80000 ლარით.
2016 წლის იანვარ-თებერვალში მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის შედეგად განხორციელდა სტიქის სალიკვიდაციო რიგი ღონისძიებები, რის გამოც მიზანშეწონილია სარეზერვო ფონდი გაიზარდოს 5000 ლარი თავისუფალი ნაშთის ხარჯზე“. 
ფრაქციისა და კომისიების სხდომებზე საკითხის ირგვლივ გარკვეული შენიშვნები და რეკომენდაციები გამოითქვა.

საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია