11 | 12 | 2018

წარჩინებულ მოსწავლეებს მედლები გადაეცათ

11 თებერვალს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრში წარჩინებულ მოსწავლეებს მედლები გადაეცათ. ესენი არიან: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ურუშაძე (ოქრო), ქალაქ ლანჩხუთის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა ბენდელიანი (ოქრო), საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის იოანე ნათლისმცემლის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლეები თამარ ხოფერია, ანა და თამარ ფირცხალაიშვილები (ოქრო), ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები ხატია იმნაიშვილი და ია ჯინჭარაძე (ვერცხლი), იოანე ნათლისმცემლის სასულიერო გიმნაზიის მოსწავლე მარიამ ვაჩეიშვილი (ვერცხლი), აცანის საჯარო სკოლის მოსწავლე რეზო ჩხაიძე (ვერცხლი);
ღონისძიებას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძე, გამგებლის პირველი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე, საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე ია ჩხაიძე ესწრებოდნენ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია