10 | 12 | 2018

ბიუროს სხდომა გაიმართა

16 თებერვალს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა. დღის წესრიგი საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ გააცნო ბიუროს წევრებს და მოწვეულ სტუმრებს.
მომხსენებელმა გიორგი ფაცურიამ წარმოადგინმა საკითხი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“, ასევე „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით უსასყიდლოდ გადაცემაზე გამგებლისათვის თანხმობის მიცემის შესახებ“, აღნიშნული გულისხმობს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, კერძოდ, სოფელ ჩიბათში მდებარე 10232,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საფეხბურთო სტადიონი) და მასზედ განთავსებული 189,70 კვ.მ. შენობა-ნაგებობის, გადაცემას ა(ა)იპ ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლისთვის“. მიზანშეწონილია რომ აღნიშნულ ა(ა)იპ-სთან გაფორმდეს ხელშეკრულება და გადაეცეს პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით მოთხოვნილი ქონება.
„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე“. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო უფლებამოსილია შემოიღოს ამ კოდექსით დაწესებული ადგილობრივი გადასახადი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მთელ ტერიტორიაზე ერთიანი განაკვეთის სახით ან/და ამ ერთეულის ტერიტორიაზე ცალკეული დარგების ან/და საქმიანობის სახეების მიხედვით, ამავე კოდექსით დადგენილი ზღვრული განაკვეთის ფარგლებში.
მომხსენებელმა რომან ბიწაძემ წარმოადგინა საკითხი, „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოებში სტაჟირების გავლის წესი და პირობების დამტკიცების შესახებ“ . პროექტის მიზანია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ორგანოებში მსურველ პირთათვის პროფესიული გამოცდილების შეძენის შესაძლებლობის შექმნა, სტუნდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, კვალიფიციური კადრების მომზადება. 
,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის N47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, მომხსენებელმა როლანდ ლაშხიამ წარმოადგინა. აღნიშნული საკითხი 18 თებერვლის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში იქნა შეტანილი. 
საკითხის ირგვლივ, ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ მომხსენებელმა გიორგი ჩახვაძემ ისაუბრა. აღნიშნული წესის მიღება დაარეგულირებს მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის, მოსაჭრელი ხეების უბნის გამოყოფის, ხეების მონიშვნისა და მოპოვებული მერქნის გასხვისების წესს. 
,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების(ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფ ნიგოითში მდებარე 633,00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) და მასზე არსებული 122.92 კვ.მ შენობა ნაგებობა განმეორებით საჯარო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასურისა და ბიჯის სიდიდის განსაზღვრის წესის შესახებ“ საკითხის ირგვლივ მომხსენებელმა გიორგი ფაცურიამ ისაუბრა. აღნიშნულ ქონებაზე საჯარო აუქციონი გამოცხადდა ორჯერ, რომელიც პრეტენდენტთა არარსებობის გამო ჩაიშალა. მიზანშეწონილია გამოცხადდეს საჯარო აუქციონი, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა საწყისი საპრივატიზებო საფასური კიდევ შემცირდეს. 
ბიურომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის, ადმინისტრაციული, იურიდიული, გამგეობის სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურების მიერ 2015 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშები შესაბამისი სამსახურების უფროსებისგან მოისმინეს. წარმოდგენილი ანგარიშები ცნობად იქნა მიღებული. 
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განსახილველად გადაეგზავნა საკრებულოს შესაბამის კომისებსა და ფრაქციებს. საკრებულოს მორიგი სხდომა კი 26 თებერვალს 11.00 საათზე გაიმართება.



საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია