15 | 12 | 2018

მცირემიწიან ფერმერებს „აგრო ბარათები“ გადაეცემა

„მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ განხორციელების მიზნით ფერმერებს „აგრო ბარათები“ გადაეცემა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა ბარათები ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელებს გადასცა.
პროექტის მოსარგებლეები არიან: ფერმერები, რომელთა საკუთრებაში, ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ერთწლიანი კულტურებისთვის განკუთვნილი სახნავი მიწის ჯამური ფართობი არ აღემატება 1.25 ჰა-ს.
ფერმერები, რომლებსაც არ გააჩნიათ ერთწლიანი კულტურებისათვის განკუთვნილი სახნავი მიწის ნაკვეთი და აქვთ მრავაწლიანი კულტურებით გაშენებული მიწის ნაკვეთები, რომელთა ფართობების ჯამი არ აღემატება 1.25 ჰა-ს.
ამავე დროს, ფერმერთა საკუთრებაში, ან ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით გაშენებული მიწის ნაკვეთების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 5 ჰა-ს.
პროექტის ფარგლებში მოსარგებლეები მიიღებენ სუბსიდიას სასოფლო-სამეურნეო (ხვნის) ბარათის ან „აგრო ბარათზე“ დარიცხული ქულების სახით.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია