14 | 12 | 2018

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა დასრულდა

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა კალათბურთში, რომელიც გამგეობის სოციალური, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ეგიდით მიმდინარეობდა, დასრულდა.
ოლიმპიადაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლა მონაწილეობდა.
საკმაოდ დაძაბულ თამაშებში გამარჯვება ღრმაღელის საჯარო სკოლას ხვდა, ქალაქის მესამე საჯარო სკოლა მეორე ადგილს დასჯერდა, ხოლო მესამე ადგილოსანი პირველი საჯარო სკოლა გახდა.
გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ.
პროექტი, "სასკოლო სპორტული ოლიმპიადა" სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია