17 | 12 | 2018

„გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ხელმძღვანელი მოსწავლეებს შეხვდა

16 თებერვალს ჯურუყვეთის საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბ „ბალავარის“ წევრებს, პედაგოგ ვიოლეტა კვაჭაძის ინიციატივით, „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ხელმძღვანელი მზია კვირკველია შეხვდა.
ქალბატონმა მზიამ კლუბ „ბალავარის“ წევრებს „ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების“ შესახებ ესაუბრა. გააცნო „გამარჯვებულ ქალთა კლუბის პროგრამა“ და სკრინინგის შესახებ ამომწურავად უპასუხა მოსწავლეების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას.
ღონისძიებას ესწრებოდა საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნინო ჩიტაძე და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანამშრომელი ლელა ცინცაძე.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია