11 | 12 | 2018

რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. წარმოდგენილი იყო მხოლოდ ერთი საკითხი. რომლის შესახებაც გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და მუნიციპალური შესყიდვების სამსახურის უფროსმა როლანდ ლაშხიამ ისაუბრა. მისი განმარტებით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის N175 განკარგულებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 3419997 ლარი რომელიც უნდა აისახოს როგორც შემოსავლის, ისე ხარჯვით ნაწილში. ამასთან, „2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 თავის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტები ვალდებულია განახორციელოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების თანადაფინასება, ამ მიზნით მიზანშეწონილია დამატებით გამოიყოს 80000 ლარი პროექტების თანადაფინასების უზრუნველყოფის მიზნით, გაიზარდოს საშემოსავლო გადასახადის გეგმა 80000 ლარით. 
2016 წლის იანვარ-თებერვალში მუნიციპალიტეტში დიდთოვლობის შედეგად განხორციელდა სტიქიის სალიკვიდაციო რიგი ღონისძიებები, რის გამოც მიზანშეწონილია სარეზერვო ფონდი გაიზარდოს 5000 ლარი თავისუფალი ნაშთის ხარჯზე. 
გარდა ამისა, ბატონი როლანდის განცხადებით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში ინტერნეტის არსებული ქსელი ამორტიზირებულია, მოძველებულია ქსელის მართვის არსებული მოწყობილობები, რის გამოც შეუძლებელია ქსელის სრულყოფილად ფუნქციონირება და მისი მართვა. არსებული აპარატურა არ იძლევა გამართულად მუშაობის შესაძლებლობას, რისთვისაც მუნიციპალიტეტში სისტემატურად ფერხდება კომპიუტერულ-ტექნიკურ ბაზასთან მუშაობა. შესაცვლელია მთლიანად არსებული ქსელი. რისთვისაც გამოთავისუფლებული ნაშთის საფუძველზე 10 000 ლარი გამოიყოფა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია