11 | 12 | 2018

სასკოლო ოლიმპიადა გოგონათა შორის დასრულდა

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გოგონებს შორის კალათბურთში, რომელიც გამგეობის სოციალური, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ეგიდით მიმდინარეობდა, დასრულდა.
ოლიმპიადაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შვიდი საჯარო სკოლა იღებდა მონაწილეობას.
პირველ ადგილზე ნიგვზიანის საჯარო სკოლა გავიდა. მეორე ადგილი ქალაქის ნომერ პირველ საჯარო სკოლას ხვდა წილად, ხოლო მესამე საჯარო სკოლა მესამე ადგილს დასჯერდა.
გამარჯვებულებს სხვადასხვა ფასიანი საჩუქრები და მედლები გადაეცათ.
პროექტი, "სასკოლო სპორტული ოლიმპიადა" სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდება.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია