15 | 12 | 2018

ინფრასტრუქტურის კომისიამ შესრულებული სამუშაოები მოინახულა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის წევრებმა ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასტრუქტურული პროექტებით შესრულებული სამუშაოები მონახულეს.
სოფელ შრომისუბანში მცხოვრებ ჯუმბერ ოსანაძის საკარმიდამო ნაკვეთში მეწყერი ჩამოწვა. აღნიშნული ნაკვეთი ჩამოწოლილი მასისგან გაიწმინდა, აშენდა დამცავი ჯებირი. სამუშაოების განსახორციელებლად 7519 ლარი დაიხარჯა. კომისიამ შესრულებული სამუშაო მოინახულა.
კომისიამ შეამოწმა სოფელ შრომისუბანში, ხომერიკის ეზოსთან სტიქიის შედეგად ხდაზიანებული მილ-ხიდისა და მდინარაძეების აღმართში გზის აღდგენითი სამუშაოები, სოფელ მოედანში რეაბილიტირებული მილ-ხიდი და ცენტრალური სტადიონი. 
აღნიშნულ სტადიონზე მოეწყო ინფრასტრუქტურა: სტადიონი შეიღობა, აშენდა გასახდელი და საპირფარეშო. 
კომისიის წევრებმა ძირითადი შენიშვნები დაპროექტების მიმართულებით გამოთქვეს.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია