11 | 12 | 2018

ქალაქის ცენტრის კეთილმოწყობა 708 888 ლარი ჯდება

რაკი ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ ქალაქის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები უკვე დაიწყო, არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, ამიტომ კიდევ ერთხელ ვაზუსტებთ:
ქალაქის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის 708 888 ლარია გამოყოფილი. არსებული თანხით ამ ეტაპისთვის გამგეობის წინ მდებარე სკვერის დემონტაჟი მიმდინარეობს, რომლის დაასრულების შემდეგ პროექტი არა მხოლოდ აღნიშნული სკვერის, არამედ ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ყველა დასასვენებელი პარკის კეთილმოწყობას ითვალისწინებს.
პროექტი, რომელიც გარდამავალია, ასევე ითვალისწინებს გამგეობის წინ მდებარე სკვერში შადრევნის გაკეთებას, ქალაქის ტერიტორიაზე ტროტუარების კეთილმოწყობას, ბორდიურების გაკეთებას, ასევე დაგეგმილია გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბინების უკან სანიაღვრე არხის გაკეთება და ქუჩის მოასფალტება.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია