დღეს დილით ჩიბათის ადმინისტრაციული შენობა დაიწვა

გამოქვეყნებულია სამშაბათი, 01 მარტი 2016 10:47

1 მარტს დილის ოთხ საათზე ჩიბათში ადმინისტრაციული შენობა დაიწვა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური, თუმცა შენობის დიდი ნაწილის ხანძრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა.
ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე და ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობის, აუდიტის სამსახურების უფროსები. შეიქმნა კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის.