15 | 12 | 2018

ლანჩხუთში ქალაქის ცენტრში სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

✔ ლანჩხუთში ქალაქის ცენტრში სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „სამკუთხედი“ აწარმოებს. პროექტის ღირებულება 708 888 ლარს შეადგენს. 
სკვერში პროექტის მიხედვით მიმდინარეობს: 
• არსებული შადრევნის რეკონსტრუქცია
• ახალი შადრევნის მოწყობა ფერადი განათებით
• არსებული ბეტონის ესტრადის დაშლა
• ესტრადის ადგილზე გაზონის მოწყობა
• სკვერში არსებულის ნაცვლად, ბეტონის დეკორატიული ფილების მოწყობა
• ცენტრალურ შესასვლელში ბაზალტის ფილის დაგება
• შადრევანთან ცენტრალურ შესასვლელში ბუნებრივი გრანიტის ფილებით კიბეებისა და პანდუსის მოპირკეთება
• პარკის შიდა კედლებისა და თავის მოპირკეთება ბაზალტის ფილებით
• დამონტაჟდება განათების თანამედროვე სისტემა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია