15 | 12 | 2018

25 თებერვალს ჩატარდა სასკოლო ოლიმპიადა მაგიდის ჩოგბურთში

25 თებერვალს ჩატარდა სასკოლო ოლიმპიადა მაგიდის ჩოგბურთში გოგონებს შორის, რომელშიაც მუნიციპალიტეტის 16 სკოლა მონაწილეობდა.
პირველ ადგილზე ქალაქის პირველი საჯარო სკოლა გავიდა, მეორე ადგილი ჩოჩხათის საჯარო სკოლას ხვდა წილად, ხოლო ჯურუყვეთის #1 საჯარო სკოლა ოდენ მესამეს დასჯერდა.
სასკოლო ოლიმპიადა სხვადასხვა სპორტულ სახეობაში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ეგიდით ტარდება. ოლიმპიადის სრულყოფილად ჩატარებას მუნიციპალიტეტში სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური უზრუნველყოფს.
გამარჯვებულებს სპეციალური მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

 


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია