10 | 12 | 2018

დამსახურებული გენერლის ღვაწლის გახსნება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში ნოე ჟორდანიას მთავრობის გენერლის, დავით ართმელიძის უკვდავსაყოფად ადგილობრივები და აჭარიდან სპეციალურად ჩამოსული სტუმრები სოფლის ცენტრში ყოფილი სასაფლაოს ტერიტორიაზე ( იქ მდებარეობს დავით ართმელაძის საფლავი) მდებარე ჭადრების ხეივანში შეიკრიბნენ.
ღონისძიების ინიციატორი გახლდათ ბათუმში მოღვაწე, წარმოშობით ქვიანელი ისტორიკოსი, გოგი ფირცხალაიშილი. შეკრების მიზანი საზოგადოებისთვის გამორჩეული პიროვნების, გენერალ დავით ართმელაძის ღვაწლის გაცნობა , გახსენება გახლდათ. სურვილი გამოთქვა, გენერლისა და მისი ღირსეული თანამებრძოლების უკვდავსაყოფად მათ საფლავებზე ხსოვნის მემორიალი დაიდგას.
მწერალი და სამხედრო პირი, გენერალ-მაიორი დავით ართმელაძე 1865 წელს დაიბადა. დააარსა სამხედრო სასწავლებლები ქუთაისში, ფოთში, ოზურგეში. იყო რუსეთ-იაპონიისა და პირველი მოსფლიო ომის მონაწილე, 1918-21 წლებში საქართველოს სამხედრო ძალების პირველი დივიზიის მეთაური. დაიღუპა 1921 წელს, ბათუმის გათავისუფლებისათვის ბრძოლაში. 
აღნიშნულ ღონისძიენას ესწრებოდნენ მწერალი, პუბლიცისტი, ექიმი და საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ზვიად გამსახურდიასდროინდელი პარლამენტის წევრი, რამაზ სურმანიძე, საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, ქართული ერთობის დარბაზის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და აჭარის მამულიშვილთა კავშირის თავმჯდომარე, ნიაზ ბოლქვაზე, ცნობილი მეცნიერი და მკვლევარი, უჩა ოქროპირიძე, მწერალი, პედაგოგი, უფროსი ოფიცერი, თენგიზ ცეცხლაშვილი, ჟურნალ ,,მწიგნობარის“ რედაქტორი მანანა წულუკიძე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, ნუგზარ ცინცაძე, საკრებულოს სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, ია ჩხაიძე, გამგეობის შესაბამის სამსახურის უფროსი, თამარ ფირცხალაიშვილი, კულტურის გამნყოფილების უფროსი, ქეთი ებრალიძე. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე აჭარის მწიგნობართა კავშირის წევრები, სტუდენტები, აჭარის ტელევიზიის წარმომადგენლები.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია