- დეტალები
-
გამოქვეყნებულია სამშაბათი, 01 მარტი 2016 16:37
გურიის ახალგაზრდული რესუსცენტრი" ყოფილ და პოტენციურ მიგრანტთა დასაქმებისა და ბიზნესსაქმიანობების ხელშემწყობი პროექტის ფარგლებში "აცხადებს პოსტერების კონკურსს მიგრაციისა და ტრეფიქინგის თემაზე.საკონკურსო ნამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით 2016 წლის 20 მარტის ჩათვლით.კონკურსის ჟიური შეარჩევს 2 გამარჯვებულ ნამუშევარს.
გამარჯვებულ ნამუშევრებს გურიის ახალგაზრდული რესუსცენტრი დაბეჭდავს და შემდგომში გამოიყენებს საკუთარი აქტივობების განხორციელებისას,ხოლო მათ ავტორებს დააჯილდოებს.
კონკურსი ცხადდება "ყოფილ და პოტენციურ მიგრანტთა დასაქმებისა და ბიზნესსაქმიანობების ხელშემწყობი პროექტის" ფარგლებში,რომელსაც ახორციელებს გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სახალხო უნუვერსიტეტთა გერმანული ასოციაციის (DVV International) საქართველოს ოფისთან და ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბთან პარტნიორობით.
საკონტაქტო პირი:მარი მამალაძე ტელ: 598 98 77 27 ელ.ფოსტა:
JLIB_HTML_CLOAKING