11 | 12 | 2018

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

ორ მარტს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულში (ორმეთი,ომფარეთი,წყალწმინდა) სოფლის კრებების ჩატარება დაიწყო . მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო პროექტში.
კრებას ესწრებოდნენ : ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ბატონი ნუგზარ ცინცაძე, გამგებლის თანაშემწე სოფიო ჩხაიძე, ინფრასტრუქტურის და არქიტექტურის სამსახურის საპროექტო განყოფილების წამყვანი სპეციალისტი ზურაბ გოგორიშვილი.ღრმაღელის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლის დეპუტატი თემურ მარშანიშვილი, ასევე ამავე სოფლის გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი დავით რუსიძე.
მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს სოფელში არსებული პრობლემებზე და გამოიკვეთა პრიორიტეტები.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია