17 | 12 | 2018

გოგონებს შორის გამარჯვებული გამოვლინდა

ორ მარტს ლანჩხუთის იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიის სპროტულ დარბაზში გაიმართა სასკოლო ოლიმპიადა ბადმინტონში გოგონებს შორის.
შეჯიბრებაში მუნიციპალიტეტის 12 სკოლა მონაწილეობდა.
პირველ ადგილზე ჩოჩხათის საჯარო სკოლა გავიდა, მეორეზე - ჯურუყვეთის #1 საჯარო სკოლა, ხოლო მესამე ადგილი ნიგვზიანის საჯარო სკოლას ხვდა წილად.
გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები და მედლები გადაეცათ.
ოლიმპიადა, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ეგიდით ტარდება და მუნიციპალიტეტში მას მეთვალყურეობას სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური უწევს, სპორტის კიდევ 5 სახეობაში უნდა ჩატარდეს.
დასკვნითი ეტაპი მარტის ბოლოსთვის გაიმართება.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია