17 | 12 | 2018

მოსახლეობასთან შეხვედრებს მუნიციპალიტეტის გამგებელი დაესწრო

4 მარტს აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრები ჩატარდა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი ზაზა ურუშაძე მოსახლეობას შეხვდა და მათთან ერთად ყველა ის პრობლემა მოისმინა, რაც მოქალაქეებს აწუხებთ.შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გამგებლის მრჩეველი მარინა კეიდია, გამგებლის წარმომადგენელი აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მანუჩარ ღლონტი და საკრებულოს დეპუტატი გოგი მორჩილაძე.
„აუცილებელია, რომ ის თანხა, რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამოეყო, სტრატეგიული მნივნელობის ობიექტების გაკეთებას მოვახმაროთ. მთვარია გაკეთდეს ხარისხიანად, რათა შემდეგ პრობლემები არ შეიქმნას და მოსახლეობა კმაყოფილი დარჩეს“ - განაცხადა გამგებელმა.
ქვედა და ზედა აკეთის, გაგურისა და ჭანჭათის მცხოვრებლებმა გზების კეთილმოწყობის სამუშაოების ჩატარება გადაწყვიტეს.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია