14 | 12 | 2018

ფრაქციის სხდომა გაიმართა

4 მარტს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ლანჩხუთი ევროატლანტიკური მომავლისათვის“ სხდომა გაიმართა, სადაც მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ იმსჯელეს.
საკითხზე ,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“, მომხსენებელმა გიორგი ჩახვაძემ ისაუბრა.
აღნიშნული წესი საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის მიერ იქნა ინიცირებული და იგი მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ნორმებს შეიცავს, ასევე დაარეგულირებს მოპოვებული (ფუნქციადაკარგული) მერქნის გასხვისების წესებს. აღნიშნული ინიციატივა ფრაქციის წევრებმა მოიწონეს. 
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის N47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების მისაღებად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ“, აღნიშნული საკითხის ირგვლივ საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, როლანდ ლაშხიამ ისაუბრა. 
მომხსენებლის განმარტებით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის N265 განკარგულებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 806256 ლარი, რაც უნდა აისახოს როგორც შემოსავლის, ისე ხარჯვით ნაწილში. ამასთან, ,,2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 თავის 18-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტები ვალდებულია განახორციელოს პროექტერბის თანადაფინანსება, ამ მიზნით მიზანშეწონილია სოფლის მხარდაწერის პროგრამიდან გამოიყოს 50000 ლარი ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების მიზნით. 
ფრაქციის სხდომაზე ა(ა)იპ ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ ,,ლანჩხუთი--გურიას“ 2016 წლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ კლუბის ფინანსურმა დირექტორმა, თენგიზ კიკვაძემ ისაუბრა. მან ფრაქციას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა კლუბის ფინანსურ მდოომარეობაზე, თანამშრომელთა დავალიანებაზე, სპონსორზე, ფეხბურთელებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია