|
 |
|
|
- დეტალები
-
გამოქვეყნებულია სამშაბათი, 17 იანვარი 2012 16:54
კონკურსი სურსათის ეროვნულ სააგენტოში
სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს გურიის რეგიონულ სამმართველოში, კერძოდ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. კონკურსზე დაიშვებიან შესაბამისი განათლების მქონე სპეციალისტები და დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, შემდეგი სპეციალობების მიხედვით: მცენარეთა დამცველი, აგროეკოლოგი, აგროტექნოლოგი, სწავლული აგრონომი, აგროქიმიკოსი სპეციალისტები: სტაჟირების წარმატებით დამთავრების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი. წარმატებულ სტაჟიორებს აქვთ სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოში დასაქმების პერსპექტივა. შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, რომელიც გაიმართება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე სტაჟიორთა შერჩევა მოხდება კომისიის მიერ კანდიდატთა წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისა და შეფასების საფუძველზე; ხოლო მეორე ეტაპი იქნება გასაუბრება. კონკურსის შედეგად შერჩეული სტაჟიორები სამთვიან სწავლებას გაივლიან _ თეორიული ნაწილის სწავლება (1 თვე) ცენტრალურ აპარატში (ქ. თბილისი); პრაქტიკული სწავლება (2 თვე) გურიის რეგიონულ სამმართველოში, ლანჩხუთში. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა დაწვრილებითი ინფორმაციისთვის უნდა მიმართონ ლანჩხუთს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ სამსახურს. შესაბამისი დოკუმენტების (იხ, ჯობს.გე) მიღების ბოლო ვადაა 29 თებერვალი.
|
|
 |
|