კონკურსი

გამოქვეყნებულია სამშაბათი, 17 იანვარი 2012 16:54

კონკურსი სურსათის ეროვნულ სააგენტოში

სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს გურიის რეგიონულ სამმართველოში, კერძოდ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში.
კონკურსზე დაიშვებიან შესაბამისი განათლების მქონე სპეციალისტები და დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, შემდეგი სპეციალობების მიხედვით:
მცენარეთა დამცველი, აგროეკოლოგი, აგროტექნოლოგი, სწავლული აგრონომი, აგროქიმიკოსი სპეციალისტები:
ტაჟირების წარმატებით დამთავრების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი. წარმატებულ სტაჟიორებს აქვთ სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოში დასაქმების პერსპექტივა.
შერჩევა
მოხდება კონკურსის წესით, რომელიც გაიმართება ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე სტაჟიორთა შერჩევა მოხდება კომისიის მიერ კანდიდატთა წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისა და შეფასების საფუძველზე; ხოლო მეორე ეტაპი იქნება გასაუბრება.
კონკურსის შედეგად შერჩეული სტაჟიორები სამთვიან სწავლებას გაივლიან
_ თეორიული ნაწილის სწავლება (1 თვე) ცენტრალურ აპარატში (ქ. თბილისი); პრაქტიკული სწავლება (2 თვე) გურიის რეგიონულ სამმართველოში, ლანჩხუთში.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის უნდა მიმართონ ლანჩხუთს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ სამსახურს. შესაბამისი დოკუმენტების (იხ, ჯობს.გე) მიღების ბოლო ვადაა 29 თებერვალი.