10 | 12 | 2018

საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

7 მარტს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც მხოლოდ ერთი საკითხი განიხილეს.
,, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საკითხი მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ წარმოადგინა.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის N265 განკარგულებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 806256 ლარი, რომელიც უნდა აისახოს როგორც შემოსავლის, ისე ხარჯვით ნაწილში. ამასთან, „2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 თავის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტები ვალდებულია განახორციელოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების თანადაფინასება, ამ მიზნით მიზანშეწონილია სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან გამოიყოს 50000 ლარი ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინასების მიზნით.
ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის წერილის თანახმად მიზანშეწონილია შემცირებულ იქნას სხვა საქონელი და მომსახურების მუხლი (გზების მოვლის შენახვის ხარჯი) 20000 ლარით და მიიმართოს სპორტული სკოლის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვისათვის.
სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს შესახებ“ საქართევლოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის N293 განკარგულებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 1297067 ლარი, მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ასახულია 1057567 ლარი, დამატებით უნდა აისახოს ბიუჯეტში 239500 ლარი.
2015 წლის 30 დეკემბრის N2862 განკარგულებით შეიქმნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი, რომლის მეშვეობით განხორციელდება საფეხბურთო კლუბის ლანჩხუთის გურიას დაფინასება.
ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბ ,,ლანჩხუთის გურიას" 2016 წელში ბიუჯეტით დაფინანსება გათვალისწინებულია 1250000 ლარი, 1-ელი მარტის მდგომარეობით ათვისებულია 514887 ლარი, ასათვისებელი დარჩა 735113 ლარი, ვინაიდან ფონდი არ გნახორციელებს კლუბის ინფრასტრუქტურის მოვლა პატრონობის ხარჯების დაფინანსებას მიზანშეწონილია საფეხბურთო ბაზისა და სტადიონის მოვლით ღონისძიებებისათვის გათვალსიწინებული იქნეს 150000 ლარი, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში მიიმართოს 585113 ლარი“, განმარტა მომხსენებელმა. 
წარმოდგენილ საკითხს საკრებულომ მხარი დაუჭირა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია