15 | 12 | 2018

ოლიმპიადა გრძელდება

4-5 მარტს იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზიაში დასრულდა შეჯიბრი ფრენბურთში. 4 მარტს ბიჭები შეეჯიბრნენ ერთმანეთს. პირველ ადგილზე მამათის, მეორეზე ლესის, ხოლო მესამე ადგილზე აკეთის საჯარო სკოლის აღსაზრდელები გავიდნენ.
5 მარტს კი გოგონები შეეჯიბრნენ. პირველ ადგილი ლესის, მეორეზე ჩოჩხათის, ხოლო მესამეზე ნიგვზიანის საჯარო სკოლის აღსაზრდელებმა დაიკავეს.
ოლიმპიადა, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ტარდება, გრძელდება. კროსი, მხიარული სტარტები, ხელბურთი და მინიფეხბურთი ეს ის სახეობებია, რომლებშიც შეჯიბრებები მიმდინარე კვირაში ჩატარდება.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია