- დეტალები
-
გამოქვეყნებულია ოთხშაბათი, 09 მარტი 2016 17:29
დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ხელაძემ, საკრებულოს დეპუტატმა ემზარ თევდორაძემ დღის ცენტრ „იავნანას“ აღსაზრდელებს ფეხსაცმელი და ტანსაცმელი გადასცეს.
ცენტრში 24 აღსაზრდელია. როგორც მენეჯერმა ციცო ჩხარტიშვილმა განაცხადა, აღსაზრდელებმა ძალიან გაიხარეს. მათთვის ეს დიდი საჩუქარია.
საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატი მაგიდის ჩოგბურთში შეეჯიბრნენ ერთმანეთს.
