15 | 12 | 2018

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები შედგა

10 მარტს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები შედგა ნიგვზიანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: ხაჯალია, არჩეული, ჩანჩეთი, ნიგვზიანი. მოსახლეობამ იმსჯელა სოფლის სხვადასხვა პრობლემაზე. გამოიკვეთა პრიორიტეტები. საერთო შეხვედრების მიზანი სწორედ მოსახლეობის ჩართულობაა ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტაში.
შეხვედრებს გამგებლის პირველი მოადგილე ნუგზარ ცინცაძე, გამგებლის თანაშემწე სოფიო ჩხაიძე, გამგებლის წარმომადგენელი ნიგვზიანის ადმინისტრაციულ ერთეულში ირაკლი გუჯაბიძე, საკრებულოს დეპუტატი ბესიკ ტაბიძე, და "სიდას" რეგიონალური ცენტრის წარმომადგენელი დავით გოგიჩაიშვილი ესწრებოდნენ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია