14 | 12 | 2018

მდინარე სუფსაზე მიმდინარე სამუშაოები გამგებელმა დაათვალიერა

10 მარტს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი და არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის საპროექტო განყოფილების უფროსი ნუგზარ ბოლქვაძე აკეთში იმყოფებოდნენ. მათ მდინარე სუფსაზე მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერეს.
პროექტის ღირებულება 2 190 000 ლარია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა „ვლად ნეფტ პროდუქტი“ ასრულებს. უკვე შესრულებულია 1 440 834 ლარის, ხოლო დარჩენილია 554 166 ლარის სამუშაო.
აკეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა აცხადებს, რომ არა აღნიშნული ნაპირსამაგრი სამუშაოები, ფაქტობრივად, შეუძლებელი იქნებოდა მიმდებარე ტერიტორიაზე მოსავლის მოყვანა. ადიდებული მდინარე ყველაფერს ანადგურებს. ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია ჩატარებული სამუშაოების და მადლობას უხდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს.
ნაპირსამაგრი სამუშაოები 1 ივლისს დასრულდება.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია