ვაზის ნერგები საჩუქრად

გამოქვეყნებულია პარასკევი, 11 მარტი 2016 10:13

ჯიხეთის მონასტრის დედათა საცხოვრებელ კომპექსს დღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, თენგიზ ხელაძემ და შესყიდვების განყოფილების ხელმძღვანელმა მაია აფხაზავამ ვაზის ნერგები ჩაუტანეს.
ჩხავერი, იზაბელა (ადესა), ცოლიკაური, კაჭიჭი - აი, ის ჯიშები, რომელსაც ჯიხეთის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ანდრია მალე დედათა საცოხვრებელი კომპლექსის ეზოში დარგავს.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა ურუშაძის თქმით, ვაზის ჯიშები მას საჩუქრად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ გადასცა.