19 | 12 | 2018

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში 78657 ლარია გათვალისწინებული

11 მარტს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები შედგა ჩოჩხათის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში:გულიანი, ჩოჩხათი, ჯიხანჯირი, შრომისუბანი, მოედანი, ხორეთი, კოკათი. 2016წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში 78657 ლარია გათვალისწინებული.
მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო პროცესში და საჭირბოროტო საკითხებზე ისაუბრეს, რომელებიც სოფლის მოსახლეობას აწუხებდა. გამოიკვეთა პრიორიტეტები. შეხვედრაზე ადგილობრივებმა მიმდინარე წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან შეარჩიეს სასოფლო შიდა გზების რეაბილიტაცია, ასევე გზის გამაგრებითი სამუშაოები დაასახელა.
შეხვედრებს გამგებლის თანაშენწე სოფიო ჩხაიძე, გამგებლის წარმომადგენელი ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულში რევაზ ფაცურია,საკრებულოს დეპუტატი ალექსანდრე სარიშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროსი მამუკა ვადაჭკორია და „სიდას“ რეგიონარული ცენტრის წარმომადგენელი დავით გოგიჩაიშვილი ესწრებოდნენ.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია