19 | 12 | 2018

მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა მამათისა და აცანის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარდა.
მოსახლებამ ის პრიორიტეტები წარმოადგინა, რაც სოფელს აწუხებს.
მამათის ადმინისტრაციული ერთეულისთვის 30 584 ლარი, ხოლო აცანისთვის - 26 424 ლარია განსაზღვრული.
მოსახლეობამ აღნიშნული თანხით გზების შეკეთება და სანიაღვრე არხის მოწყობა გადაწყვიტა.
შეხვედრას გამგებლის თანაშემწე სოფიო ჩხაიძე და სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროსი მამუკა ვადაჭკორია ესწრებოდნენ.

 


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა

ელექტრონული პეტიცია