21 | 11 | 2017

კომისიის წევრებმა ერთად იმსჯელეს

„მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი დახმარების პროგრამის“ ფარგლებში ბენეფიციართა შერჩევის მიზნით კომისია შეიკრიბა.
აღნიშნულ კომისიას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძე თავად ხელმძღვანელობს. კომისიის წევრებმა ერთად იმსჯელეს მოქალაქეთა განცხადებებზე. დაკმაყოფილდა 53 განცხადება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 18 300 ლარი გამოიყო.
როგორც მუნიციპალიტეტის გამგებელმა სხდომაზე აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება ისეთ ოჯახებზე გამახვილდა, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები, ომის ვეტერანები და ონკოლოგიური ავადმყოფები ცხოვრობენ. _„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათ გაჭირვება არ იგრძნონ და მოუწესრიგდეთ საცხოვრებელი პირობები“_დასძინა გამგებელმა.


საჯარო ინფორმაცია
სმს გამოწერა